

ხვალ, 22 თებერვალს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზაურ თეთრუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ღონისძიება გორის კულტურის სახლში (კომბინატი) ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.
ხსოვნის საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის და „ჩემი ქალაქის ოქროს ფონდის“ ინიციატივით ტარდება.
საღამო 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, 22 თებერვალს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზაურ თეთრუაშვილის დაბადების დღეა.
ზაურ თეთრუაშვილი 2020 წელს გარდაიცვალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება