

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს უმასპინძლა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ
სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მხარის რწმუნებულმა სომხეთის ელჩს შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მიხეილ შაყულაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთო ინტერესებზე მორგებული და მნიშვნელოვანი პროექტების განორციელებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება