

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა ექნებათ, ტექნიკის შეძენად თანადაფინანსება მიიღონ. პროგრამაში განაცხადების მიღება, დღეიდან, 6 მარტიდან დაიწყო.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, თანადაფინანსების მოცულობა ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაქსიმუმ 100 000 ლარს შეადგენს.
„თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, შესაძლებლობა გაქვთ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება მიიღოთ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა არანაკლებ 10 წევრს უნდა შეადგენდეს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან მისი 10 მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯამური ფართობი კი უნდა იყოს არანაკლებ 20 ჰა. და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში. რაც შეეხება პროგრამის მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება