საინტერსო ამბები
30.01.2020 11:14
პირველი ავტომობილი გორში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გამოჩნდა

გორის, როგორც ქალაქის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა რკინიგზის გაყვანამ. ფოთი-თბილისის რკინიგზით გორი დაუკავშირდა თბილისს, ქუთაისსა და ფოთს, მოგვიანებით კი - როსტოვსა და ვლადიკავკაზს, რითაც გაადვილდა ადამიანების გადაადგილება და საქონლის ტრანსპორტირება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რუსეთსა და ამიერკავკასიის ქვეყნებში.
1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩავიდა. 
გორი-ცხინვალის სარკინიგზო ხაზი კი, 1940 წელს აშენდა.
პირველი ავტომობილი გორში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გამოჩენილა, რაც  იმ პერიოდის ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა ყოფილა.

 

კვირის ამბები