

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სხდომათა დარბზში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
სხდომაზე 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტებში სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს, პროცესის გადადება კი მხოლოდ ამინდის გაუარესების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
სხდომაზე ისაუბრეს მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზეც, პარალელურად, იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება