შპს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა გორში დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 20 საათიან სამუშაო რეჟიმს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, II, III, IV კლასის მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 30 ივნისს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2023 წლის 1-ელი სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
დაინტერესებულ პირები, პოტენციურ დამსაქმებელს დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 599 92 70 94
27 მარტს, გორში, 19 საათამდე ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.
ტურნირის საუკეთესო მორაგბედ გორელი საბა ზუბაშვილი დასახელდა, რომელმაც შეჯიბრების განმავლობაში ყველაზე მეტი ლელოს გატანა შეძლო.
გორის მერიის სოციალური პროგრამა დაუნის სინდრომის მქონე პირებს სხვადასხვა სახის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.
გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.