

ხვალ, 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენა - „ჩვენ - 30 ამბავი“ გაიხსნება.
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გამოფენას 21-დან 28 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.
ღონისძიება პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში იმართება და საქართველოში „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, „გლადა ჰუდიკ თეატრი“ ახორციელებს.
ორგანიზატორთა თქმით, პროექტის მიზანია, ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვის და დამოკიდებულების შეცვლა, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
გამოფენის გახსნის ცერემონია 21 მარტს, 14:00 საათზე დაიწყება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება