

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე სოფლებში.
„ამ დროისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს გორში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, სადაც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი იგება. ქუჩის სიგრძე 689 მეტრია. პროექტის მიხედვით, საგზაო ნაწილის ასფალტირების გარდა, მოეწყობა ტროტუარები, ეზოში შესასვლელები და მიერთებები“, - აცხადებენ მერიაში.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი