

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
ამ ეტაპზე 829 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განსახორციელებელი სამუშაოები მოიცავს გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების მოწყობას და საყრდენი კედლის აშენებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სოფლის სასაფლაოსკენ მიმავალ, 1 100 მეტი გზის მონაკვეთზე უკვე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და მიერთებები.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ტინისხიდში 658 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მიერთებები, ტროტუარები და ეზოში შესასვლელები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება