

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, გორში, გამწვანების აქცია გაიმართა.
გარემოსდაცვით ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ჩაერთნენ. აქციის მონაწილეებმა წმინდაწყლის დასახლებაში არსებული სკვერი გაამწვანეს და ტუხტის, იფნის და ტუიის 100-მდე ნერგი დარგეს.
ორგანიზატორების თქმით, დედამიწის დღის აღნიშვნის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.
დედამიწის საერთაშორისო დღე საქართველოში 1990 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით აღინიშნება. ღონისძიებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობით მსოფლიოს 192 ქვეყანა უერთდება.
22 აპრილს დედამიწის დღეს მსოფლიო 1970 წლიდან აღნიშნავს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება