

გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწისგან გაწმინდეს ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, საფეხმავლო ბილიკი, მოთიბეს ბალახი და სანიაღვრე არხები ამოწმინდეს.
შეგახსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში გამორჩეულად უყვართ.
გიორგობას, 6 მაისს, განსაკუთრებულად აღნიშნავენ გორში. გორელ მორწმუნეთა უმრავლესობა გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიდის.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი