საინტერსო ამბები
06.02.2020 11:31
6 თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები

* 1952 წლის 6 თებერვალს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გახდა. ელისაბედ მეორე ერთა თანამეგობრობის  წევრი 53 ქვეყნიდან თექვსმეტის დედოფალი, ამავდროულად თანამეგობრობის და ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია და იგი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული და ინგლისის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მონარქია.   

* 1958 წლის 6 თებერვალს მანჩესტერ იუნაითედის თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაშვების დროს ჩამოვარდა, რა დროსაც 22 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის იყო ინგლისური საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაითედის 8 ფეხბურთელი.

* 1928 წლის 6 თებერვალს თურქეთის კონსტიტუციაში გაუქმდა მუხლი „სახელმწიფო რელიგია ისლამია“ რითაც გადაიდგა ნაბიჯი ლაიციზიმისკენ.

* 1900 წლის 6 თებერვალს, რუსმა მეცნიერმა ალექსანდრ პოპოვმა მსოფლიოში პირველმა გადასცა უბედურების სიგნალი SOS რადიოს საშუალებით.

* 1904 - დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი.

* 1918 - დიდ ბრიტანეთში 30 წელს გადაცილებულ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის ნებართვა მისცეს.

* 6 თებერვალს ახალი ზელანდია ეროვნულ დღეს - ვაიტინგის დღეს ზეიმობს.

* აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში კი რატიფიკაციის დღეს აღნიშნავენ.

* საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 თებერვალს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის - მელქისედეკ I-ს, ღირსი ქსენიას, მოწამეთა: ბაბილა სიცილიელის, ტიმოთეს და აღაპიოსის, ღირსი ფილონის, ასევე ღირსი მაკედონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

6 თებერვალს დაიბადნენ:

1564 - კრისტოფერ მარლო, ინგლისელი დრამატურგი და პოეტი.

1894 - მიხეილ ჭიაურელი, გამოჩენილი კინორეჟისორი.

1911 - რონალდ რეიგანი, აშშ-ს 40-ე პრეზიდენტი.

1921 - მიხეილ თუმანიშვილი, გამოჩენილი თეატრალური რეჟისორი.

6 თებერვალს გარდაიცვალნენ:

1725 - სულხან-საბა ორბელიანი, მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.

1791 - ბესიკი (ბესარიონ გაბაშვილი), პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.

1793 - კარლო გოლდონი, იტალიელი დრამატურგი.

კვირის ამბები