

ხვალ, 6 ივნისს, გორის საჯარო ბიბლიოთეკაში თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიება გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული ტურნე 2023-ის ფარგლებში იმართება და მკითხველს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ქართველ მწერლებს - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულებს: თათული ღვინიანიძეს და ნათია ჯაგოდნიშვილს, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ ავტოგრაფები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მისული სტუმრები ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
მწერლებთან შეხვედრა გორის საჯარო ბიბლიოთეკაში (მის.: სტალინის გამზირი N8) 15:00 საათზე დაიწყება.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება