

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა. ხუთივე მათგანი ,,გორმედის“ კლინიკაშია მოთავსებული.
სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მოზარდები კლინიკაში სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს, ხუთივე პაციენტის ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მკურნალობა უტარდებათ პედიატრიულ განყოფილებაში, დინამიკა დადებითია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, ყველა მათგანი დატოვებს სტაციონარს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა სახლიდან უნებართვოდ წაიყვანა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა და თანატოლებთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები დაშავდნენ.
,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება