

გორში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილებისას მძღოლებს და ფეხით მოსიარულეებს პრობლემები აღარ ექმნებათ.
რაც შეეხება რეაბილიტირებული ქუჩის სიგრძეს, 689 მეტრია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი