

სოფელ უფლისციხეში სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა და „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ - ის ფარგლებში ხორციელდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 120 997 ლარია. საჭირო თანხა კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის ფარგლებში კიდევ 30 -ზე მეტი პროექტი ხორციელდება. თითოეული მათგანი ადგილობრივმა მოსახლოებამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“, - აცხადებენ მერიაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება