

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან ახლოს, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „გორის მაცნეს“ განუცხადეს, აღნიშნული ცხედარი სავარაუდოდ ეკუთვნის ნიკა ტურაშვილს რომლის ძებნის ღონისძიებები გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც მდინარეზე სათევზაოდ იყო წასული, გუშინ დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, მას, მდინარის კალაპოტში ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება