

ზაფხულის პერიოდში, გორის ცენტრალური ქუჩები სპეციალური მანქანების საშუალებით, წყლის ჭავლით ირეცხება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, ქუჩების მორწყვა-მორეცხვის სამუშაოების შესრულებას სააგენტოს თანამშრომლები დილის ხუთი საათიდან იწყებენ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოების განხორციელების პარალელურად, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სკვერებში ინვენტარის განახლებაც. დასასვენებელ სივრცეებში იცვლება დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი