

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www. HR. gov. ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელსაც აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს.
რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილებს, კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:
სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება