

გორის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების და უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდა მიმდინარეობს. როგორც „გორის მაცნესთან“ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, ამ დროისთვის საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 349 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 30 გამოცდაზე არ გამოცხადდა. დაგვიანების შემთხვევები ან რაიმე სახის შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის პროცესშიც. დღეს მხოლოდ ერთი სესია ჩატარდება. აბიტურიენტები - ბიოლოგიას, გამოსაცდელთა მეორე ნაწილი კი საკუთარი კომპეტენციის დადასტურებას უფროსი სპეციალური მასწავლებლობის სტატუსის მოპოვებით შეეცდება“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება