

მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჯილდო გ. ერისთავის თეატრის სპექტაკლში - „ქეიფი სოლოლაკში“ მთავარი როლის შემსრულებელს ზუკა პაპუაშვილს გადაეცა.
გორის თეატრის ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიება ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაიმართა.
„მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის „ქეიფი სოლოლაკში“ მთავარი როლის - კოტე აფხაზის განსახიერებისთვის ზუკა პაპუაშვილი დაჯილდოვდა. ვულოცავთ წარმატებას გორის თეატრს, ზუკა პაპუაშვილს და სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს ნიკოლოზ ჰაინე -შველიძეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი