

ცოტა ხნის წინ, გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა.
გოგონამ დაცემისას ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, დაშავებული ბავშვი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.
ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და იგეგმება რეფერირება თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს