

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 26 ივლისიდან დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„ამ დროისთვის აღსაზრდელების ნაწილი ბაღში ინტენსიურად უკვე აღარ დადის. სააღმზრდელო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში 25 ივლისის ჩათვლით წარიმართება. 26 ივლისიდან კი მორიგე საზაფხულო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას.
რაც შეეხება არდადეგების ხანგრძლივობას და 2023-2024 სასწავლო წლის განახლების თარიღს, ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, ზაფხულის სეზონზე გორში მე-3 საბავშვო ბაღი (გიორგი ანწუხელიძის ქუჩა) იმუშავებს. დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება და 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება