

დღეს, 25 ივლისს, აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ლიტერატურაში აბარებენ. როგორც „გორის მაცნესთან“ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, რეგისტრირებული 125 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 120 აპლიკანტი გამოცხადდა.
„დღევანდელ გამოცდაზე რეგისტრირებული 125 აბიტურიენტიდან საგამოცდო ცენტრში 5 არ გამოცხადდა. რაც შეეხება საგამოცდო პროცესს, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაგვიანების შემთხვევები არ გვქონია.
დღეს სასიხარულო და ორიგინალური შემთხვევა გვაქვს საგამოცდო ცენტრში: ფეხმძიმე ქალბატონი გამოცდიდან პირდაპირ სამშობიაროში გავაცილეთ“, - აღნიშნა გვერდწითელმა.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის ხვალ, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 27 ივლისიდან კი, საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის მსურველები ჩაერთვებიან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს