

იტალიაში, საბერძნეთში, ალჟირსა და ტუნისში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-ს აჭარბებს, პარალელურად, სულ უფრო იზრდება ევაკუირებულთა რაოდენობა.
ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულიდან, საბერძნეთის მთავრობა როდოსიდან, კორფუდან და ევიადან ევაკუირებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
ამასთან, მოსალოდნელია, ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. შეგახსენებთ, 22 ივლისს, საბერძნეთში ტემპერატურის მაქსიმუმი - 46, 4 გრადუსი დაფიქსირდა.
ტყის ხანძრებს ებრძვის იტალიაც.
ხანძრების გავრცელების გამო, სიცილიის ხელისუფლებამ პალერმოს აეროპორტი დახურა.
რთული ვითარებაა ალჟირსა და ტუნისშიც. დაღუპულია 35-მდე ადამიანი, მათ შორის - 10 ჯარისკაცი.
ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი, ასობით სახანძრო მანქანა და ათობით თვითმფრინავი მონაწილეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება