

2023-2024 სასწავლო წლიდან I-IV და X-X I-XII კლასის მოსწავლეები ზოგიერთ საგანში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების განახლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და სახელმძღვანელოების შესარჩევად დაგეგმილი გრიფირებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
„2023-2024 სასწავლო წლიდან ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა I და II კლასების ყველა საგანში, ასევე, XII კლასის ყველა საგანში. ხოლო X-X I კლასის მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ზოგიერთ საგანში ისწავლიან. წიგნების განახლება ახალი ეროვნული სასწავლო და გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს