

გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის ახალგაზრდები გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სწავლებაზე - „ლაშქრობა და საჭირო უნარ-ჩვევები“, იმყოფებოდნენ.
შეხვედრა ატენის ხეობაში გაიმართა. მონაწილეებმა საველე პირობებში ქცევის და უსაფრთხოების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ახალგაზრდებმა, ასევე, ბუნების დაცვასა და მისთვის ზიანის მიყენების საფრთხეების შესახებ ისაუბრეს.
გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიაც მოეწყო.
პროექტი USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ, აშშ-ს საერთაშოროსო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს