

ვეტერან მოცურავეთა შორის შიდა ქართლის ღია პირველობა, რომელიც დღეს, 3 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შეჯიბრება ობიექტური მიზეზების გამო დღეს არ ჩატარდება.
შეგახსენებთ, პირველობა შიდა ქართლის მასშტაბით მცხოვრები ვეტერანი მოცურავეების მონაწილეობით უნდა გამართულიყო.
რაც შეეხება შეჯიბრების ჩატარების თარიღს, ჯერჯერობით უცნობია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს