

გორში, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოცხადა. შესყიდვის ფარგლებში წინადადებების მიღება კი 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
შესასრულებელი სამუშაოების სატენდერო ღირებულება 133 625 ლარია.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს