

ჩვენმა კუსდამავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები ინგლისურ ენაში. გვყავს ისეთებიც, ვისაც ყველაზე მაღალი ქულა აქვთ და გვინდა, ჩვენი სიხარული საზოგადოებას გავუზიაროთ, - წარმატებული აბიტურიენტების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას გორის ინგლისური ენის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ნოდარ ჯალაღანია, გიორგი მანძულაშვილი, თაკო საძაგლიშვილი, თაკო გოგიძე და ნინო ჩაგელიშვილი - 70-დან 70 ქულა!
ხუთივე მათგანმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ძალიან ვამაყობთ მათით და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი