

წუხელ, გვიან ღამით, გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ლოკაციაზე მოსულმა სეტყვამ ყურძნის და ბოსტნეული კულტურების მოსავალი დააზიანა.
სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. როგორც ,,გორის მაცნეს“ სოფელ კარალეთში განუცხადეს, დაზიანებულია ყურძენი, ბაღჩეული კულტურები.
გორის გარდა, გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ დააზარალა ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც. ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ყურძნის მოსავალი სოფელ ურბნისში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს