

დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და ხანძრის აცილებისთვის პრევენციული ღონისძიებების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება:
არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა;
ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქრალია;
არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი;
არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქის და მინის ქილებით.
საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.
გაუფრთხილდით გარემოს!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს