

აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება.
როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან და ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი, შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.
გამოცემა Reuters-ის მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს