

გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. მამაკაცს დაზიანება თავის არეში აღენიშნება. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდგომ კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა გახდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს