

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯ „ამაგს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეთანხმება პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ახალი პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს, ხოლო თანამშრომლობის მიზანი, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ედიშერაშვილმა და კოლეჯის დირექტორის მოადგილემ სოფიო სუხიშვილმა მოაწერეს ხელი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს