

2024-2027 წლების გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, შესაბამისი მასალის მომზადება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „საბიუჯეტო კოდექსის“ გათვალისწინებით მიმდინარეობს.
საბიუჯეტო პარამეტრები გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ გააცნო.
„პრიორიტეტების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა. შესაბამისად, დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა უნდა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს“, - აცხადებენ მერიაში.
პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენაზე მომუშავე ჯგუფს, რომლის წევრებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები არიან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელმძღვანელობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს