

გორთან ახლოს, გორიჯვრის სალოცავის მიმდებარედ არსებული მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანებაც. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე იმყოფებიან.
შემთხვევის ადგილთან ახლოს სასაფლაო და სოფელ გორიჯვრის დასახლებული პუნქტი მდებარეობს, თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს