

,,კოპწია პავილიონები“, - ამ სათაურით აქვეყნებს ფოტოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან მაჭარაშვილი.
ფოტოზე გამოსახულია მგზავრების დასასვენებელი ღია ტიპის პავილიონი, რომელიც, გორის არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, გასული საუკუნის 50-იან წლებში ყოფილა განთავსებული გორთან ახლოს - ავტომაგისტრალზე.
,,მგზავრების დასასვენებელი პავილიონი-1952 წელი, გორი-თბილისის გზატკეცილი, პავილიონი სოფელ სვენეთის მახლობლად“, - აღნიშნულია ქეთევან მაჭარაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს