

კარალეთის დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გარეგანათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტი ასევე ითვალისწინებს მოედნის შემოღობვას, საფეხბურთო კარების, ხელოვნური საფარის და გარეგანათების მოწყობას.
შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 142 685 ლარია.
პროექტის განსახორციელებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს