

გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
Reuters-ის ინფორმაციით, საქართველოსთან ერთად, გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა მოლდოვაც.
აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფაიზერის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის დამტკიცების საფუძველზე მიიღო.
გერმანიის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოდან და მოლდოვიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციები უფრო სწრაფად განიხილება, ამავდროულად, უარყოფილ აპლიკანტთა დეპორტაციაც უფრო სწრაფად მოხდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს