

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online. naec. ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ, აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე, ასევე მოცემულია ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მომავალ სტუდენტებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს