

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე სასწავლო წლიდან, პირველკლასელების მსგავსად, საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება.
ჭადრაკის გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში ჩაუტარდებათ მეორეკლასელებს.
შეგახსენებთს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველკლასელთათვის ჭადრაკის სავალდებულო საგნად შესწავლა 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყო.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი