

გორში, სადგურის დასახლებაში, ბეტონის გზის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ფურცელაძის ქუჩის ჩიხში სამუშაოები დაწყებულია და მალე დასრულდება.
„პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად დაიგეგმა.
გზის ამ მონაკვეთზე გრუნტიანი საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც ნალექის დროს წყალი სავალ ნაწილზე მოედინებოდა. ბეტონის გზის მოწყობის შემდეგ, ადგილობრივებს ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს