

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების სამედიცინო პერსონალს კომპეტენციის სტანდარტის დოკუმენტი გააცნეს.
ღონისძიებას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას კი სკოლის ექიმთა ასოციაციის - „ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორებმა განიხილეს ის ვალდებულებები, რომლებიც კანონით გაიწერა და რომელთა შესრულებაც სკოლაში მომუშავე მედიკოსებს დაევალათ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტმა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით დაამტკიცა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს