

გორელი ახალგაზრდები სტეფანწმინდაში, ალპინისტურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტში ბიისის საზაფხულო ბანაკის მონაწილე ის აქტიური ახალგაზრდები ჩაერთნენ, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებდათ მოგზაურობა და ალპინიზმი.
ექსპედიციის წევრებმა დაათვალიერეს სტეფანწმინდა, დარიალის ხეობა, გერგეთის სამების ეკლესია, ალპინიზმის მუზეუმი. გარდა ამისა, ახალგაზრდები შეხვდნენ ცნობილ ალპინისტებს, ნახეს დოკუმენტური ფილმები ქართული ალპინიზმის და ქართველი ალპინისტების შესახებ. მოსწავლეებმა, ასევე, მწვერვალები „დედაენა“ და „გოგებაშვილი“ დაიპყრეს.
პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს