

გორში, სამების და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სკვერის და კალათბურთის მინიმოედნის მოწყობა მალე დასრულდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დეკორატიული განათება, გარეგანათება, კალათბურთის ფარი, სკამები, ნაგვის ურნები, დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და ღობე მოეწყო.
ჯამში, სამუშაოების ღირებულებამ 90 000 ლარი შეადგინა.
„პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს