

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ერთ-ერთ უბანში გარე განათების სისტემა მოეწყო.
კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 330 მეტრზე 9 ერთეული ელექტრო ბოძი და ამდენივე 50-ვატიანი დიოდური სანათი დამონტაჟდა.
„სოფელ ხიდისთავის ერთ-ერთ უბანში, იქ სადაც წლების განმავლობაში გარე განათების სისტემა არ არსებობდა, დასახლების მაცხოვრებლები ახალი გარე განათებით უკვე სარგებლობენ და ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილდებიან. კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ, მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული სანათების ამოცვლა მუდმივად ხდება“ - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს