

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო.
სააგენტოს მობილურ აპლიკაციასა (service agency) და ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) ავტორიზებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, ადგილზე მისვლის გარეშე, ელექტრონული წესით შეუძლიათ.
რაც შეეხებათ არაავტორიზებულ პირებს, ცნობის მისაღებად განაცხადის დაფიქსირება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში შეუძლიათ. დამზადებული დოკუმენტის ჩამოტვირთვას კი, განაცხადის შევსებისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიღებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით შეძლებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს