

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ, 5 და მეტ სულიან დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
განაცხადები სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები შენდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს