

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 ოქტომბერს, დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებებია დაგეგმილი.
კერძოდ, ავტობუსი 2, 2ა, 4ა, 5ა, 7, 6, 6ა ჭავჭავაძის გამზირის (თეატრის მიმდებარე ტერიტორია) ნაცვლად გადაადგილდება ამილახვრის ქუჩით.
ცნობისთვის, შაბათ-კვირის უქმეებზე, გორში, ფესტივალი „ღვინის დღეები“ და სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2023“-ია ჩანიშნული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს